10, ივნისი 2019 20:40:00
როგორ გარემოში იღებენ განათლებას ბავშვები თუ მოზარედევი საქართველოში? ბათუმის საჯარო სკოლებში მესამე სექტორმა სხვადასხვა ტიპის დარღვევები გამოავლინა. აღმჩნდა რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფღრთხიოება გაუმართავია. სკოლების ჩამონათვალშია მერვე და მეორე საჯარო სკოლები.როდის აღმოიფხვრება ხარვეზები?
ბათუმის პირველი საჯარო სკოლა ერთდაერთია, სადაც საევაკუაციო გეგმაში უზუსტობაა, გასასვლელი კი არასწორადაა დამონტაჟებული. ხარვეზიანი დოკუმენტი აქ ,,მაცნეს“ გადამღები ჯგუფის გამოჩენის შემდეგ ჩამოხსნეს. საგანმანათლებლო დაწესებულებაში სატელევიზო კომენტარი არ გააკეთეს, პირად საუბარში კი ირწმუნებიან, რომ განახლებული გეგმა კედლებზე მალე გამოჩნდება.
გათბობა და გაუმართავი ვენტილაცია - ეს ის ხარვეზებია, რაც ბათუმის კიდევ ერთ, ნომერ მერვე საჯარო სკოლაში ფიქსირდება. პრობლემის შესახებ იცის სკოლის დირექტორმა. ირწმუნება, რომ სასწავლო წლის დასრულებისთანავე შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება და გამოვლენილი ხარვეზებიც აღმოიფხვრება.
საევაკუაციო გეგმა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა მოწესრიგებულია. თუმცა , მეორე საჯარო სკოლაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, ადაპტირების ხარისხი არადამაკმაყოფილებელია.
არასამთავრობო ორგანზიაცია ,,ალტერნატივას“ კვლევაში ბათუმის კიდევ რამდენიმე სკოლა მოხვდა. გაუმართავი განგაშის ღილაკები და ცეცხლმაქრები, ხარვეზიანი საევაკუაციო გეგმა, უსაფრხოების გაუმართავი ნორმები და კვების ობიექტები - ეს ის ხარვეზებია, რაც ორგანიზაციამ მონიტორინგის შედეგად გამოავლინა.
10 ქულიანი შეფასებით, ორგანიზაციამ სასწავლო დაწესებულებებს 7 ქულა მიანიჭა. მონიტორინგის შედეგები რესურსცენტრის, მესამე სექსტორის და საჯარო სკოლების წარმომადგენლებს გააცნეს.
,,ალტერნატივამ“ მონიტორინგი ექვსი სხვადასხვა მიმართულებით, ბათუმის 10 სკოლაში ჩაატარა.